ლარი დღეს დოლართან და ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 6 მარტისთვის 2.1415 ლარი იქნება, 1 ევროსი კი 2.3657.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.1075 ლარს შეადგენდა. ლარი დოლართან მიმართებაში 0.0337 პუნქტით გაუფასურდა, ევროსთან კი 0.0214 -ით.
ლარის ევროსთან მიმართებაში დღეს მოქმედი კურსი კი 2.3443 -ს შეადგენდა.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები მთლიანად გარე ფაქტორებს დაუკავშირა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა, რომელმაც განაცხადა: "კითხვა იყო, თუ რატომ მოხდა ლარის გამყარება ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ახასიათებს მცოცავ გაცვლით კურსს, აქედან გამომდინარე, აქ პროგნოზები, ან რაიმე კონკრეტული ზომების მიღება, არ არის მიზანშეწონილი იმიტომ, რომ განსაზღვრა და პროგნოზირება ძალიან რთულია მცოცავი რეჟიმის შემთხვევაში," თქვა გრიფითსმა, რომელმაც ურჩია საქართველოს ეროვნულ ბანკს შეინარჩუნოს მცოცავი რეჟიმი, გაუფრთხილდეს სავალუტო რეზერვებს და არ განახორციელოს ბაზარზე ინტერვენციები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.