საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დავით რაქვიაშვილი დანიშნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ავლაბრის რეზიდენციაში მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
„დავით რაქვიაშვილი იყო რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, ინციდენტების პრევენციის მექანიზმში და გამომდინარე აქედან, აქვს სერიოზული გამოცდილება როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ის ელჩის მოადგილე - დესპანი იყო.
მე და ბატონი დავითი, ფაქტობრივად, ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს.
ის იყო გამგეობის წევრი და საგანმანათლებლო ინსტიტუტის განვითარების თვალსაზრისით სერიოზული გამოცდილება გააჩნია.
უფრო პიროვნულ კონტექსტში კი, გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ალპინისტი და ვისაც მთაში უვლია კარგად იცნობს ბატონ დავითს. ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო, ემსახურო ქვეყნის გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობას.
როგორც მოგახსენეთ, გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობის ოცდაათწლიანი გამოცდილება. მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.