"კრწანისის" ინციდენტის დროს დაღუპულის მამა: სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატომ არ მოძებნეს სამი საათი იქ რომ ეგდო და სისხლიდან რომ დაიცალა ბიჭი
24-10-2016, 06:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპული გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ მის შვილს იარაღი არ ჰქონია.

 

 

"გამოიძიონ სწორად, როგორც არის საჭირო. იარაღი ჩემს შვილს არასდროს არ ჰქონია, ყაჩაღი არასდროს არ ყოფილა. ნასამართლევი არ არის და არაფერი. მეგობრის სანახავად თუ მივიდნენ სადღაც, ეს არ ვიცი, მაგრამ გაარკვევს, ალბათ გამოძიება.

 


მეორე შვილი იმ დროს ამასთან ერთად არ იქნებოდა. სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატომ არ მოძებნეს სამი საათი იქ რომ ეგდო და სისხლიდან რომ დაიცალა ბიჭი და მერე რომ ნახეს, მანამდე სად იყვნენ? სროლა თუ იყო, ხო ატყდა სროლა? განგაში ხომ უნდა ყოფილიყო? ნაწილში ხომ უნდა ყოფილიყო განგაში? განგაში რას ნიშნავს, ხომ უნდა მოძებნო ვიღაცა, თუ შემოგივარდა ვიღაცა. მირბის კაცი და ტყვიას რომ ესვრი, რა ჯიშის უნდა იყო", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბრისას გარდაცვლილის მამამ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა.

 

 

უწყების ცნობით, რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხედარი იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა.

 

 

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი