საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის ელჩს საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა, რომელსაც მისიის ვადა ეწურება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს დიდი მხარდამჭერია და მისი დახმარებით, ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის, ადგილობრივი სტრუქტურების გაძლიერების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლებსაც, საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
გიორგი კვირიკაშვილმა ანჟეი ჩიეშკოვსკის საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.