”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი სერგი კაპანაძე სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას აფასებს.
”ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა პარტიის წევრების მხრიდან და ახალს ვერაფერს დავამატებ. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, რასაც, ბუნებრივია, ინდივიდუალურად პატივს ვცემ, თუმცა პარტია აგრძელებს ბრძოლას მეორე ტურებში და შევეცდებით, სადაც შესაძლებელია გამარჯვება მოვიპოვოთ”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა გუშინ მოხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.