დავით რაქვიაშვილი: ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე
24-10-2016, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.

 

 

რაქვიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამსახური ნებისმიერი ქართველისათვის უდიდესი პატივია.

 


„უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, ეს კარგად მესმის.

 


"ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შესაძლო საფრთხეების გამოაშკარავებაზე და მათ პრევენციაზე.

 


ხოლო მაშინ, როდესაც სასწორზე დევს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უშიშროების საბჭო სწორედ ის პოლიტიკური სათათბიროა, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს.

 


გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების მცდელობის, ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის, ევროპულ ღირებულებებთან მიმართებაში დაპირისპირებული აქტორების მომრავლების ფონზე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები უდავოდ მოითხოვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას.

 


ასეთ ცვალებად გარემოში შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუციებით, მხოლოდ მათი კოორდინირებული მოქმედებით, ქვეყნის უშიშროებასა და თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში, პოლიტიკური ძალების კონსოლიდირებული პოზიციით, და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებით. ეს არის ის პრიორიტეტები, ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა მე და უშიშროების საბჭოს“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

 


დავით რაქვიაშვილმა მადლობა გადაუხადა ასევე, მის წინამორბედს, ირინე იმერლიშვილს და უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს.

 


„ამ უწყებას ხელმძღვანელობდა ირინე იმერლიშვილი რთულ დროს, მანდატის ცვლილების პირობებში და მან შექმნა ამ ინსტიტუციის შემდგომი განვითარების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მყარი საფუძველი“, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი