კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი რიგითი აკოპ მალხასიანი მშობლიურ მხარეში დღეს დაკრძალეს.
გარდაცვლილი სამხედროს ოჯახისა და ახლობლებისთვის სამძიმრის გამოსახატად დაბა ნინოწმინდაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩავიდნენ.
დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე და რიგით მალხასიანის თანამებრძოლები.
როგორც დაკრძალვაზე ლევან იზორიამ აღნიშნა, ეს დანაკარგი სრულიად საქართველომ მიიტანა გულთან: „ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. დიდ მწუხარებას გამოვხატავ აკოპ მალხასიანის გარდაცვალების ფაქტის გამო. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დიდი ტკივილი ოჯახს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ აკოპმა საკუთარი ნებით გადაწყვიტა, ყოფილიყო საქართველოს, თავის სამშობლოს სამსახურში. ორი კვირა იყო დარჩენილი სავალდებულო სამსახურის დასრულებამდე. ჩვენ მას არ დავივიწყებთ და ყოველთვის მისი ოჯახის გვერდით ვიქნებით“.
რიგითი აკოპ მალხასიანი დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერირიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 ოქტომბერს დაიღუპა. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს 2015 წლის ნოემბრის თვიდან გადიოდა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის ქვედანაყოფში ირიცხებოდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯს სრულად დაფარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.