საგარეო საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, 2017-2020 წწ-სთვის ასოცირების დღის წესრიგის სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ენერგეტიკის სამინიტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს.
მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2017-2020წწ) სექტორული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
"არასამთავრობო სექტორს წარედგინა სექტორული თანამშრომლობის სფეროში დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული მთავარი პრინციპები, პრიორიტეტები და მიმართულებები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები, რომელთა ასახვაც მათი მოსაზრებით მნიშვნელოვანი იქნება ახალ დოკუმენტში. შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი რეკომენდაციები ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს 2017-2020 წწ-სთვის ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაში არასამთავრობო სექტორის ღია და აქტიურ ჩართულობას. შესაბამისად ასოცირების დღის წესრიგის პროექტის განხილვის და პოზიციების შეჯერების მიზნით დაინიშნება მორიგი შეხვედრები", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.