საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ჰაიკე ფაიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ელჩი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციითა და საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკით. მინისტრის მოადგილემ ელჩს ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ მიაწოდა.
"განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტიური ანექსიის პროცესს, ინტეგრაციის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულებების“ იმპლემენტაციის გზით. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციის პრობლემას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა და უკანონო დაკავებები იწვევს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.
მინისტრის მოადგილემ გერმანიის ელჩს გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების კუთხით. ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. დავით დონდუამ ისაუბრა ასევე ნდობის აღდგენის პროცესისა და ამ საქმეში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.