საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური აკრედიტაციის ციფრული უზრუნველყოფის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დიპლომატიური აკრედიტაციის პროგრამა, რომელსაც არცთუ ბევრი ანალოგი გააჩნია მსოფლიოში, საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელების აკრედიტაციას ელექტრონულად უზრუნველყოფს.
უწყებიც ცნობით, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ადვილად ოპერირებადი ინსტრუმენტი აკრედიტაციის პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას (ვადების დაცვა, მონაცემთა ციფრული დამუშავება, ინტეგრაცია და ა.შ.), ასევე მონაცემთა უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს.
პროგრამის პარალელურად დაინერგა ახალი დიზაინის სააკრედიტაციო ბარათი, რომელსაც გააჩნია გაყალბების თავიდან ასაცილებელი სპეციალური ტექნიკური მახასიათებლები.
“საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ელექტრონული მმართველობა და მეტი ელექტრონული მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს საჯარო მომსახურების ეფექტურობას. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, რაც წელს პირველად მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში გაჟღერდა გაეროში, გენერალური დებატების დროს და საქართველომ მოიპოვა ერთ-ერთი ლიდერის ფუნქცია ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს რეფორმებს ამ მიმართულებით და დღევანდელი პროექტიც ამის ერთ-ერთი ნიშანია“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"დიპლომატიური აკრედიტაციის ციფრული უზრუნველყოფის ახალი პროგრამა შეიქმნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევითა და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (სიდა) ფინანსური მხარდაჭერით", - აცხადებენ უწყებაში.
პროგრამის ოფიციალურად ამოქმედების აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.