"ალასანია რომ არ გაეთავისუფლებინათ, არც აბაშიძის განცხადებები შეუქმნიდა უხერხულობას და არც ივანიშვილის კულისებიდან მართვა"
05-03-2015, 07:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადება გონივრული იყო, როდესაც მან თქვა, რომ საქართველო დღეს და ხვალ ნატოს წევრი ვერ გახდება. ნინო ბურჯანაძემ ეს, გაზეთ ,,რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

,,ზურაბ აბაშიძემ რეალურად ის გაიმეორა, რაზეც მე კარგა ხანია ვსაუბრობ. ოღონდ აქამდე ამაზე, ხელისუფლება და თავად აბაშიძე ნაკლებად ლაპარაკობდნენ. ის ისტერიკა, რაც ,,ნაცმოძრაობამ" და ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" ალასანიას ხელმძღვანელობით ატეხეს, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, ვინ უფრო პროდასავლური ძალის ადგილს დაიმკვიდრებს. თუ ,,ნაცმოძრაობა" ადგილის შენარჩუნებას ცდილობს, ,,თავისუფალი დემოკრატები" ,,ნაცმოძრაობის" ჩანაცვლებას ცდილობენ, რომ როგორმე დაანახონ საკუთარი პოლიტიკური ძალის პროდასავლურობა დასავლელ პატრონებს. ამ ძალების აპელირება ნათლად აჩვენებს მათ მიზანს. სამწუხაროდ, არც ქვეყანა აინტერესებთ და არც რეალობა.

 


აბაშიძის განცხადებებს რაც შეეხება, ის საკმაოდ გონივრული იყო, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არც მისი მანდატი და არც ამ შეხვედრების ფორმატი არ ითვალისწინებს ასეთი განცხადებების კეთების შესაძლებლობას," აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 


პარტიის ლიდერის განცხადებითვე, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყნის საგარეო კურსი პიარის ნაწილად აქციეს.

 


,,რა თქმა უნდა, ეს პიარის ნაწილია, ისევე როგორც თანამდებობების დატოვება აქციეს პიარის ნაწილად, თუმცა ძალიან ცუდად გამოუვიდათ. ძალიან სასაცილოა, რომ ალასანიას გუნდმა რეალურად ოპოზიციაში გადასვლაც კი ვერ მოასწრო, როდესაც ყველაფერი იმის კრიტიკა დაიწყეს, რომლის ნაწილიც თავად იყვნენ. შეგახსენებთ, რომ ისინი ოპოზიციაში მას შემდეგ გადავიდნენ, როდესაც მათი ლიდერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ალასანია რომ არ გაეთავისუფლებინა პრემიერს, დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდნენ და არც აბაშიძის განცხადებები შეუქმნიდათ უხერხულობას და არც ივანიშვილის კულისებიდან მართვა," განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი