ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში სოციალური საწარმო ამოქმედდა
24-10-2016, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში სოციალური საწარმო ამოქმედდა. 

 

 

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ტრადიციული ხელობების შემსწავლელი საწარმო, სადაც 4 თვის განმავლობაში ბენეფიციართათვის მინანქრის, გობელენის, თექის და ხის დამუშავების ტექნოლოგიების სწავლება მიმდინარეობდა.

 


დაფინანსების ფარგლებში სახელოსნო აღიჭურვა იარაღ-დანადგარებითა და სხვა საჭირო მასალით (მინანქრის ღუმელი, გობელენის საქსოვი დაზგა, ხის გასაშალაშინებელი დაზგა და ხის საჭრელი წვრილი იარაღები).

 

 

ახალგაზრდები სხვადასხვა მიმართულებით სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით გადანაწილდნენ.

 


"პროექტს წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი ახორციელებს. პროექტის ბენეფიციარები არიან ამავე ცენტრის 20 შშმ აღსაზრდელი და სოფელ ბებნისის მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 25 მოზარდი და ახალგაზრდა.


სამომავლოდ, საწარმოს ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები სარეაბილიტაციო ცენტრის მცირე მაღაზიაში გაიყიდება. დეკემბრის დასაწყისში კი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, სადაც ანგარიშის პარალელურად წლის განმავლობაში დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი