სოფელ ჩაისუბანში სახალხო ზეიმი „ჩაისუბნელობა“ გაიმართა. სახალხო დღესასწაულს გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
"ზეიმის ფარგლებში კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ასევე სოფლის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო. ზეიმზე ღვაწლმოსილი ჩაისუბნელებს ორგანიზატორებისაგან სიგელები გადაეცათ.
სოფლის დღესასწაულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, პოლონელი დელეგატები და სხვა ოფიციალური პირები ეწრებოდნენ. სტუმრებს ადგილობრივები ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ", - ნათქვამია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.