ხონში გამართულ რეგიონულ თათბირზე იმერეთში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს
24-10-2016, 23:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა, სადაც იმერეთში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს. ამის შესახებ Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 


შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.

 


მხარის გუბერნატორმა 12-ვე მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და წარმომადგენლებს როგორც ადგილობრივი ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და სტიქიის შედეგად მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი დაავალა. თათბირის ერთ–ერთი მთავარი თემა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული სამზადისი იყო. ასევე, მოისმინეს ინფორმაცია გაზიფიცირების, სურსათის უვნებლობისა და სატყეო საკითხებთან დაკავშირებით.

 


იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით მართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი