სულ მცირე 58 კადეტი და დაცვის თანამშრომელია მოკლული პაკისტანის ქალაქ ქუეტაში პოლიციის კოლეჯზე მებრძოლების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ BBC პაკისტანის ოფიციოზზე დაყრდნობით იუწყება.
„როიტერსის“ ცნობით, მოკლულია სულ მცირე 59 ადამიანი და 117 დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპულთა უმრავლესობა კი პოლიციის კადეტები არიან.
როგორც BBC იუწყება, სამ მებრძოლს თვითმკვლელი ბომბის ჟილეტი ეკეთა, როცა გვიან ღამით კოლეჯში შევიდა და მძევლები აიყვანა.

უსაფრთხოების ძალების მიერ მთავარი ოპერაცია რამდენიმე საათი გაგრძელდა და ყველა თავდამსხმელი მოკლულია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ ქუეტაზე ბოლო წლებში მსგავსი თავდასხმები სეპარატისტული დაჯგუფებებისა და ისლამისტი მებრძოლების მიერ იყო განხორციელებული.
ბალოხისტანის პოლიციის კოლეჯიდან, სადაც მებრძოლებზე იერიშის მისატანად საჯარისო ნაწილები მივიდნენ, ასეულობით სტაჟიორის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით კოლეჯის ტერიტორიაზე სულ მცირე სამი აფეთქება მოხდა.
პოლიციის აკადემიაში დაახლოებით 600 სტუდენტი სწავლობს და ცხოვრობს და ბევრი კადეტი აფეთქებების შედეგად დაიღუპა, - განაცხადა სასაზღვრო ძალების გენერალმა შერ ავღანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.