ცენტრ "კრწანისში" მომხდარ ინციდენტს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი ეხმაურება. როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას ვოლსკიმ განაცხადა, რაც უფრო ნაკლებად შეაფასებენ ამ ინციდენტს პოლიტიკოსები, მით უკეთესი იქნება.
"უბედურება მოხდა -ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ოჯახისთვისაც უბდურებაა, რასაკვირველია და იმ ადამიანისთვისაც, ვინც იძულებული გახდა, რომ ესროლა. სამწუხარო ფაქტია და გამოძიება, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს დროულად და ობიექტურად. რაც უფრო ნაკლებად ისაუბრებენ და შეაფასებენ ამ ქმედებებს ამ საქმეთსთან კავშირში მყოფი ადამიანები, მათ შორის, პოლიტიკოსები, იქნება უკეთსი", - განაცხადა ვოლსკიმ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხედარი იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.