რუსთავში 112-ის ცენტრი გაიხსნა
25-10-2016, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში 112-ის ცენტრი გახსნეს.

 

 

„დღეს კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის. ჩვენ უკვე გავხსენით ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას. დღეს რუსთავში მუშაობას იწყებს გადაუდებელი მართვის ოპერატიული ცენტრი. ეს იმას ნიშნავს, რომ შსს-მ 112 კიდევ უფრო ძლიერდება. 112-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, ის არის დამაკავშირებელი ხიდი, ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ მოქალაქესა და საგანგებო სამაშველო სამსახურებს შორის. შსს-ს ეს დანაყოფი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს. მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ცენტრის მიზანი თბილისის 112-ის განტვირთვა და მისი დაზღვევაა....

 

 

საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის და ამ კუთხით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შსს მუდმივ ტექნოლოგიურ განვითარებაზეა ორიენტირებული. 112-ის საქმიანობა, სწორედ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მცირე დროში შევძელით შეგვექმნა ახალი პროექტები, ეს არის მობილური აპლიკაცია eCall ჯორჯია და პროგრამა საპატრულო ეკოპაჟებისთვის. მსოფლიოში საქართველო მეექვსე ქვეყანაა, რომელმაც 2015 წელს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სმს და ვიდეზარის სერვისი დანერგა “, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი