განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ცენტრ "კრწანისში" მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მინისტრი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და "გაირკვეს მოქმედებების წესებთან სრული შესაბამისობა".
"ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს და პირველ რიგში, უნდა გაირკვეს სრული შესაბამისობა მოქმედებების წესებთან. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ძალიან სამწუხარო ამბავია, ნებისმიერ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, სრულად, წესების დაცვით მოხდა გუშაგის მოქმედება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხედარი იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. იძებნება ასევე ორი პირი, რომლებმაც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიიდან გაქცევა მოახერხეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.