ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოში სადღეისოდ იმდენი ინფრასტრუქტრული პროექტი ხორციელდება, რომ მსგავსი რამ ოპოზიციას სიზმარშიც კი არ ექნება ნანახი.
„ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში არასდროს განხორციელებულა. ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას, არასოდეს, სიზმარშიც კი არ უნახავს მსგავსი. ასე, რომ მინდა ყველა დავაწყნარო, რომ ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია და რომლის დაწყებაც იგეგმება, შესრულდება, მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაცაა ახლა," განაცხადა ხადურმა.
ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯების შემცირებას გეგმავს, ეს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.