გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და მუდმივად ვითვალისწინებთ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას
25-10-2016, 04:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში დღეს 112-ის კიდევ ერთი, ალტერნატიული ცენტრი გახსნეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეების ოპერატიულ მომსახურებას, უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, 112 სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ორივე ცენტრის პარალელური გამართული მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება და უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას.

 


„შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი არის ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი სამსახური, რომელიც გადაუდებელი შემთხვევების შესახებ პირველი იღებს ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეებისგან. ჩვენ ვიცით, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში ყველა წამი გადამწყვეტია და ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად კვალიფიციური დახმარებისათვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და მუდმივად ვითვალისწინებთ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური მიესალმება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის დაკავშირების სპეციალური ფორმატების არსებობას და მიიჩნევს, რომ რუსთავის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული ცენტრი კიდევ ერთი დამატებითი ობიექტი იქნება, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ასევე ფუნქციონირებას იწყებს სასწავლო ცენტრი, რომელიც 112-ის თანამშრომლების გადამზადებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება, გახდეს 112-ის გუნდის წევრი, ამ სპეციფიკური განათლების რუსთავის ცენტრში მიღებას შეძლებს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ასეთი პროექტებით არის შესაძლებელი ქვეყნის სწრაფი და სტაბილური განვითარება.

 


„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში, უმოკლეს დროში განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტი. ყველა მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფო სერვისების განვითარებისთვის ახორციელებს, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. ეს პროექტები მსოფლიოში საუკეთესო სერვისებს შორისაა და ჩვენ შეგვიძლია ამით აბსოლუტურად დამსახურებულად ვიამაყოთ. რუსთავის 112-ის ცენტრის პროექტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი განხორციელდა რეგიონში, ქვემო ქართლში. აქ 175 ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ მინისტრმა ცენტრის თანამშრომლებს ახალ, უაღრესად საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მოქალაქეების მშვიდი ძილი, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

 


პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ახლად გახსნილი ცენტრი დაათვალიერეს. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი