თბილისში რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
25-10-2016, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ საუბარია დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


5-კილომეტრიან მონაკვეთზე დაირგო 20 000 ძირი ბუჩქოვანი მცენარე- გართხმული ღვია, როზმარინი, ირმის რქა, კოწახური, ეონიმუსი, ნანდინა, ტუია, ფოტინია; 8000 კვადრატულ მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა 1372 წყლის გამფრქვევი, მრავალწლოვანი ნარგავები შემოიფარგლა ბორდიურებით და ამაღლდა თარგები.

 


რობაქიძის გამზირზე თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს დეპუტატ თარაშ შურღაიასთან ერთად იმყოფებოდა.

 


დავით ნარმანიას თქმით, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

 


„რობაქიძის გამზირის გავლით ყოველდღიურად თბილისში შემოდის უამრავი მანქანა. ამიტომ, პირველ ეფექტს სწორედ ეს ადგილი ახდენს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი, გამწვანებული რეკრეაციული ტერიტორია. მის მოვლა-პატრონობას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური განახორციელებს. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ასეთ ობიექტს დავასრულებთ. სერიოზული გეგმები გვაქვს მომავალ წელსაც. ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით პროექტები სწორედ ახლა მზადდება. ამ მიმართულების დაფინანსება კვლავ მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულება 684 890 ლარია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი