ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და ჩვენ არ ვართ არც ხელისუფლებაში, - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, ზურაბ აბაშიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"ჩვენ აღარ ვართ "თავისუფალი დემოკრატების" წევრები, აღარ ვსაქმიანობთ პარტიულად ბუნებრივია. ამიტომ აღარ ვართ ოპოზიციაში და არ ვართ ხელისუფლებაში. არანაირი შემოთავაზებები და არანაირი მოლაპარაკებები ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს არავისთან", - განაცხადა აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცუდი გამოცდილება აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მმართველობის პირობებში, თუკი მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიპოვება, არ იქნება ის ბოროტად გამოყენებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.