ჩვენთვის გულსატკენი იყო, რომ საზოგადოებამ ორპოლუსიანობა არჩია და ნაკლებად იყო მხარდაჭერილი მესამე ალტერნატიული ძალა „თავისუფალი დემოკრატები", - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, დავით ონოფრიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
აღნიშნული განცხადების პარალელურად, ონოფრიშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ყველგან არის დარჩენილი ორი კანდიდატი - "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის". მე ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან მიუღებელია არგუმენტები, რის გამოც შეიძლება მხარი არ დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შესაძლოა, პოლიტიკადაც. ჩვენ გვყავს ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად და მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მას დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.