პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„30 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გაიმართება მაჟორიტარულ ოლქებში და, ისევე როგორც მთელი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პრეზიდენტი მოუწოდებს ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ, შესაბამის სტრუქტურებს კი მშვიდი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფისკენ. კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დარღვევასა და საჩივარზე დროული რეაგირება“,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.