სერგი კაპანაძე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებზე: მიხარია, რომ თქვენნაირი უპრინციპო ხალხი პარლამენტში აღარ იქნება
25-10-2016, 05:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგი კაპანაძე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრების პრესკონფერენციასა და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

 

"აი, თავისუფალი დემოკრატები, ყოჩაღ! ნამდვილი ოპოზიცია იყავით ყოველთვის!!! პრინციპული ხალხი! 

 


ონოფრიშვილმა, ცაგარეიშვილმა და აბაშიძემ პრეს-კონფერენცია იმისთვის გამართეს, რომ ეთქვათ ნაციონალებს მხარი არ დაუჭიროთ და მეორე ტურში ხმა ოცნებას მიეცითო. ხომ არის ნამდვილი ოპოზიციური პოზიცია?

 


ყოველთვის თავს ვიკავებდი, რომ თავდემებზე რამე მეთქვა უარყოფითი, მაგრამ ახლა უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ სამარცხვინო პრესკონფერენცია იყო. და მართლა მიხარია, რომ თქვენნაირი უპრინციპო ხალხი პარლამენტში აღარ იქნება.

 


წადით ახლა და სადმე რამეს მოგიგდებენ ალბათ, და იქ იმუშავეთ.

 

 

ყველაზე მეტად, თქვენი ამომრჩევლის წინაშე "ტეხავს". 70 ათასზე მეტი ადამიანი გენდოთ და ხმა მოგცათ...", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სერგი კაპანაძე.

 

 

დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა ლიდერებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.

 

 

„ყველგან არის დარჩენილი ორი კანდიდატი - "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის". მე ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან მიუღებელია არგუმენტები, რის გამოც შეიძლება მხარი არ დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შესაძლოა, პოლიტიკადაც. ჩვენ გვყავს ჭიათურაში  თემურ გაფრინდაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად და მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მას დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა პრესკონფერენციაზე.

 

 

ზურაბ აბაშიძის თქმით, "ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და ჩვენ არ ვართ არც ხელისუფლებაში".

 

 

"ჩვენ აღარ ვართ "თავისუფალი დემოკრატების" წევრები, აღარ ვსაქმიანობთ პარტიულად ბუნებრივია. ამიტომ აღარ ვართ ოპოზიციაში და არ ვართ ხელისუფლებაში. არანაირი შემოთავაზებები და არანაირი მოლაპარაკებები ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს არავისთან", - აღნიშნა აბაშიძემ.

 

 

ზურაბ აბაშიძე ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცუდი გამოცდილება აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონასთან დაკავშირებით.

 

 

მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მმართველობის პირობებში, თუკი მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიპოვება, არ იქნება ის ბოროტად გამოყენებული.

 

 

არც ერთი ხმა, არც ერთი მანდატი “ნაციონალურ მოძრაობას“ - არჩევნების მეორე ტურში მხარი “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დაუჭირეთ,- აღნიშნული განცხადება კი გია ცაგარეიშვილმა გააკეთა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი