"კრწანისის" ინციდენტის დროს გარდაცვლილის მამა: ბავშვი არ დასაფლავდება, თუ ისე არ გააკეთებენ, როგორც ითხოვს გამოძიება
25-10-2016, 06:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც ითხოვს გამოძიება და ზუსტად როგორც იყო თუ ისე არ გააკეთებენ, ბავშვი არ დასაფლავდება, - აცხადებს "კრწანისის" ინციდენტის დროს დაღუპული გიორგი შენგელიას მამა რომან შენგელია.

 

 

შენგელიას განცხადებით, გიორგი შენგელია ორ პირთან ერთად სამხედრო ბაზაზე მეგობრის სანახავად იმყოფებოდა.

 

 

„ნასროლია ტყვია გარეთ, გარეთ იყო ბავშვი გასული. გადახტა ზაბორზე, 20 მეტრის მანძილზეა მოკლული ბავშვი. როგორც აცხადებენ 90-100 მეტრის მანძილზე ვიპოვეთ გვამიო. 100 მეტრი კი არა 20 მეტრში ეგდო. რატომ არ ნახეს? 4 საათის განმავლობაში 20 მეტრში ვერ მოიძებნა ბავშვი. მოტივია, რომ მეგობართან მიდიოდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ იყო და მეორე. იქ გადასვლა-გადმოსვლა მოსულია თურმე. არ არის დაცული ბაზა, აბა როგორ უნდა გადავიდნენ ბავშვები. ხომ უნდა იყოს დაცული. კამერები არ მუშაობს, არაფერი არ მუშაობს, იციან ბავშვებმა და ხტებიან იქეთაც და აქეთაც.

 

 

სამნი იყვნენ, მეორე შვილი მე არც ვიცი სად არის და თვითონ ეძებენ და მოძებნონ. მეორე შვილთან რა უნდათ, ვინც იყვნენ, ისინი მოძებნონ. სამნი ხომ იყვნენ, ორი იყო ერთ მხარეს გაჩერებული, ერთი, ჩემი გიგა მეორე მხარეს. გიგასთან ჰქონდა მას მხედველობა გამახვილებული და გიგას უთქვამს ქართველები ვართ ბიჭო და ნუ მესვრიო და ამის მერე გადახტა გიგა ზაბორზე და 20-25 მეტრი, მაქსიმუმ 30 და მერე მოხდა ორი გასროლა.

 

 

პოსტზე უნდა დახვედროდა სხვა, მეგობრები, ის უნდა ყოფილიყო იმ პოსტზე, მაგრამ საუბედუროდ ეს დახვდა. სხვა განზრახვა რა უნდა ჰქონოდათ, სამხედრო ბაზაა, ბანკი ხომ არ იყო საყაჩაღოდ რომ წასულიყვნენ.

 

 

პროზექტურაში ჩემი ძმა და ჩემი ნათესავები რომ წავიდნენ ბავშვის ჩამოსასვენებლად ბავშვი არ იყო, ორი საათი სად ჰყავდათ,“ - განაცხადა რომან შენგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა.

 

 

უწყების ცნობით, რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხედარი იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. იძებნება ასევე ორი პირი, რომლებმაც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიიდან გაქცევა მოახერხეს.

 

 

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი