ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე საუბრობს, რომ ქვეყანაში აზრი არა აქვს არჩევნებს, მაინც ის იგებს, ვინც ვიღაცას უნდა. ჩვენ ეს სტერეოტიპი და ეს პრაქტიკა უნდა დავანგრიოთ, - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი.
ინაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების გასაყალბებლად რაღაც მათემატიკური ფორმულა იყო გამოყენებული. მისივე აზრით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება უნდა დაიწყოს.
„აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, კონკრეტულად რა სქემით მოხდა ამ არჩევნების წარმართვა, რადგან რაღაც მათემატიკური ფორმულის გამოყენებას აქვს ადგილი. დღეს ყველა პარტია მუშაბს და ფიქრობს იმაზე, თუ რა ფორმულა იყო გამოყენებული.... უნდა მოხდეს გმაოძიება, ამაში უნდა ჩაერთონ, როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ისე ჩენი პარტნიორი, თუ არაპარტნიორი პარტიები. შეიქმნება თუ არა შემდეგ უკვე პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ეს მეორე ეტაპია საკითხია. მთავარია, შევხედოთ, როგორ წავიდა ეს პროცესი, რა მათემატიკური ფორმულა იყო გამაოყენებული, რომ ყველა ოლქში მაინცდამაინც პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“, მეორეზე მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობა“, მერე - ჩვენ. ეს ასე არ ხდება, თუ არ არის გამოყენებული რაიმე ხელოვნურად ფორმულა. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ გამოყენებული იყო რაღაცა N ფორმულა“, - განაცხადა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.