"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე ყოფილი თანაპარტიელების განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, პარტია ყოფილი წევრების პოზიციას ემიჯნება.
"ჩვენთვის, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ეს არის პრინციპულად მიუღებელი, რადგან ჩვენ პრინციპულად "ქართული ოცნებისგან" პოლიტიკურ ოპოზიციაში წავედით.
ხელისუფლებასთან, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები "კაბელების ბიჭების სახით", რომელსაც ჰყავს დამორჩილებული სასამართლო, ხელისუფლებამ სასამართლო მურუსიძეს ჩააბარა, რომელმაც შეტევა განახორციელა დამოუკიდებელ მედიაზე და ალბათ, არჩევნების შემდეგ ეს შეტევა გაგრძელდება.
ასე რომ, ჩვენ ხელისუფლების პრინციპული ოპოზიცია ვართ. ამიტომ, ნათელი გახდა თუ რატომ გაიყო ამ ადამიანების და "თავისუფალი დემოკრატების" გზები", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა ლიდერებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.
„ყველგან არის დარჩენილი ორი კანდიდატი - "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის". მე ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან მიუღებელია არგუმენტები, რის გამოც შეიძლება მხარი არ დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შესაძლოა, პოლიტიკადაც. ჩვენ გვყავს ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად და მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მას დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა პრესკონფერენციაზე.
ზურაბ აბაშიძის თქმით, "ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და ჩვენ არ ვართ არც ხელისუფლებაში".
"ჩვენ აღარ ვართ "თავისუფალი დემოკრატების" წევრები, აღარ ვსაქმიანობთ პარტიულად ბუნებრივია. ამიტომ აღარ ვართ ოპოზიციაში და არ ვართ ხელისუფლებაში. არანაირი შემოთავაზებები და არანაირი მოლაპარაკებები ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს არავისთან", - აღნიშნა აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცუდი გამოცდილება აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მმართველობის პირობებში, თუკი მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიპოვება, არ იქნება ის ბოროტად გამოყენებული.
არც ერთი ხმა, არც ერთი მანდატი “ნაციონალურ მოძრაობას“ - არჩევნების მეორე ტურში მხარი “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დაუჭირეთ,- აღნიშნული განცხადება კი გია ცაგარეიშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.