"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი საპარლამენტო მანდატების რაოდენობასთან დაკავშირებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებას ეხმაურება.
„ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ მიღებულ ნახევარ მილიონიან მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მას შეუძლია, ეს ყველაფერი გამოიკვილიოს, თუმცა გენეალოგიის თვალსაზრისით გაცილებით უკეთესად გამოსდის კვლევები და გააგრძელოს ამ მიმართულებით. ფორმულაზე ეტყობა, ფილმი ნახა, გახსოვთ ასეთი ფილმი ფორმულაზე? ჩემთვის ძალიან შორს არის წასული ბატონი დავითი ამ მიმართულებით, ვერ დავეწევი, რა ფორმულა, რის ფორმულა? იცით, ძალიან მარტივი ფორმულაა, იცით ადგილები პარლამენტში როგორ ითვლება? კანონში წერია - მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება პროპორციულ სიაში ადგილებზე და იყოფა ბარიერგადალახულ პარტიებზე, მე გავშიფრე ფორმულა....
უმარტივესი ფორმულაა, თქვენც შეგიძლიათ დაითვალოთ რამდენია, მიღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ ხმა გაამრავლეთ 77-ზე, რადგან 77 ადგილია. უფრო მარტივი რომ იყოს ბატონი დავითისთვის, გაამრავლეთ „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და ჩვენთვის საეჭვოდ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მიღებულ ხმების რაოდენობა. ბატონ თარხან-მოურავის მიღებული 6 მანდატი ეს არის ჩვენს მიერ მიღებული კონსტიტუციით, მათ რომ არ მოსწონთ. იქ ჩავწერეთ, რომ ექვსი მანდატი აქვს და ეს ექვსი კაცი ქმნის ფრაქციას, ავტომუტურად, რომ ბარიერგადალახულ პარტიას ჰქონოდა ფრაქცია“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
”პატრიოტთა ალიანსი” საპარლამენტო მანდატების დამატებას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ბლოკს, არა 6, არამედ 8 მანდატი ეკუთვნის.
„ყველა პარტია, რომელიც დარჩა ბარიერს მიღმა, ვერ გადალახა ბარიერი, მათი პროცენტები უნდა განაწილდეს ახლა იმ პარტიებზე, ვინც შევიდა პარლამენტში. მხოლოდ ხელისუფლება და "ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებს რატომღაც ამ დარჩენილ 17 ადგილს, ჩვენ არ ვმონაწილეობთ იქ, რაც არასწორია. ჩვენ გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, რომ დროულად მოახდენს რეაგირებას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, მაშინ ჩვენ 8 მანდატს მივიღებთ,“ - აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.