ცენტრ "კრწანისში" მომხდარ ინციდენტს დიმიტრი შაშკინი ეხმაურება. როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას შაშკინმა განაცხადა, პროცესები ისე ვითარდება, რომ თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციის საკითხი დადგება.
"ეს არის სისტემური პრობლემა იმიტომ, რომ მყვინთავების დაღუპვა, ჯარისკაცების გადაბრუნებული მანქანა, ახლა ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროში არის სრული განუკითხაობა. ამერიკელები ჩაატარებენ, ბუნებრივია, ამ გამოძიებას. მე მგონი თავდაცვის სამინისტროს ავიწყდება, რომ იქ იყვნენ ამერიკელი ოფიცრები, რომელთა უსაფრთხოებაზეც ჩვენ ვაგებთ პასუხს იმ შეთანხმებით, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან.
გამოძიების შედეგად, მე სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, დადგინდება, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა იქ უცხო პირების შესვლისა. ამის შემდეგ დადგება სერიოზული საკითხი კომპეტენციისა ჩვენი თავდაცვის სამინისტროსი", - განაცხადა შაშკინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.