სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივის დამშრობი სისტემის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
25-10-2016, 10:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის" გენერალურ დირექტორთან, ლევან დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში, ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

 


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივის დამშრობი სისტემის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დღეისათვის სამუშაოები უკვე ჩაუტარდა 39 კმ სადრენაჟე არხს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოხდება, ასევე, დაზიანებული მილხიდების ახლით ჩანაცვლება. პროექტის დასრულების შემდეგ, 2017 წლის მარტისათვის, სადრენაჟე მომსახურება აღდგება სოფელ ახალსოფლის 690 ჰექტარ მიწის ფართობზე. სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულებაა 679 000 ლარი.

 


"2012 წლიდან დღემდე სამეგრელოს რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 400 კმ-ზე მეტ სადრენაჟე არხს, ხოლო ტექნიკური ექსპლუატაციის ფარგლებში მოწესრიგდა 379 კმ სადრენაჟე არხი. შედეგად დრენირებული მიწის ფართობი 10 000 ჰექტრიდან 16 540 ჰექტრამდეა გაზრდილი", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 1
#1   Amelia
      
At this moment I am going away to do my breakfast, after having my breakfast coming
again to read more news.

Review my web blog ... Lamont
8 ნოემბერი 2021 19:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი