ლევან იზორია ნოემბრის დასაწყისში საზოგადოებას 100 დღის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
25-10-2016, 14:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების სამოქალაქო ოფისის ხელმძღვანელ პირებთან გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მიზანი თავდაცვის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების და სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის გაცნობა იყო.

 


ლევან იზორიამ ყურადღება ყველა დეპარტამენტის ინტეგრირებული მუშაობის აუცილებლობაზე, ანგარიშგებასა და მონიტორინგზე გაამახვილა და თანამშრომლებს ამ პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

 


მინისტრმა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია და მთავარი აქცენტი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს, მართვის ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფების დებულების შესახებ გააკეთა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, შემუშავდა თავდაცვის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების შემადგენელი კომპონენტების აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები. აღნიშნული პროცესის ადმინისტრირებისა და მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა სამდივნო და მისი ფუნქციები დეტალურად გაიწერა.

 


ლევან იზორიამ მან დეტალურად ისაუბრა სტრატეგიულ მართვაზე, ძალთა ოპტიმიზაციაზე, ძალთა მზადყოფნის ამაღლებაზე, საერთაშორისო და ორმხრივი თანამშრომლობისა და ინსტიტუციური სისტემების გაძლიერებაზე.

 


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აქტუალური საკითხების განხილვაში აქტიურად ჩაერთვება სამოქალაქო სექტორიც. ნოემბრის დასაწყისში კი, ლევან იზორია საზოგადოებას 100 დღის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საჯარო ანგარიშს წარუდგენს და უწყების სამომავლო გეგმებს გააცნობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი