თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილი სამუშაოებზე ისაუბრა.
დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, ასევე, სკვერებსა და პარკებში.
თბილისის მერის თქმით, დაირგვება დიდი ზომის ხეები და აღდგება დაზიანებული კორომები. საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება.
თბილისის მერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ვერეს ხეობაში დარგული ხეების თითქმის 90%-მა გაიხარა, ხოლო იმ ნაწილს, რომელიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩააცვლებს.
„ვერეს ხეობაში, სადაც ჩვენ დიდი ზომის 4 700 ერთეული ხე დავრგეთ, დიდმა ნაწილმა გაიხარა. დარგის სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ დარგული ხეების, დაახლოებით, 80% გაიხარებდა. თუმცა, ჩვენ გვაქვს გაცილებით უკეთესი სურათი - უპრეცედენტო მოვლის პირობებში, გაიხარა დარგული მცენარეების, თითქმის, 90-მა პროცენტმა. ნერგებს, რომლებიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩაანაცვლებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.