საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშით "Doing Business 2017" - საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, ნაცვლად შარშანდელი 23-ე ადგილისა, საქართველომ მე -16 ადგილზე გადაინაცვლა.
"ჩვენ შარშანდელი მონაცემები ერთბაშად 7 ადგილით გავაუმჯობესეთ და შესაბამისად, საქართველო "Doing Business 2017" -ის რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ამბავია. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართელო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის, მაკედონიისა და ლატვიის შემედეგ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველო იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.
2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დასახელებულია, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით. მინისტრის განცხადებით, 2017 წლის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ განხორცილებული რეფორმების შედეგია. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის არიარებული 5 რეფორმით საქართველო მსოფლიოში 190 ქვეყანას შორის კვლავ 10 ტოპ-რეფორმატორთა შორისაა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, 2017 წლის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ განხორცილებული რეფორმების შედეგია.
"აღნიშნული რეფორმებია: ქონების რეგისტრაცია - სადაც გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე გადატანით;
მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა - საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით, ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობის და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით.
ვაჭრობა საზღვრებს შორის - ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის უფრო სწრაფად წარდგენა. ასევე დაინრეგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა.
გადასახადების გადახდა - ამ სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა.
ელექტროენერგიით მომარაგება - გაუმჯობესდა ელექტროენერეგიით მომარაგების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ხანგრძლივობის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის. ასევე გაუმჯობესდა მომხმარებლების ინფორმირება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, მოსფლიო ბანკის "ბიზნესის წარმოების" რეიტინგი უნიკალურია იმით, რომ ის ემყარება მხოლოდ ობიექტურ და ყოველმხრივ გადამოწმებულ მონაცემებს და ზუსტად ასაახავს თუ რას აკეთებს მთავრობა იმისათვის რომ ბიზნესს მუშაობა გაუადვილოს.
"ჩვენი ეფექტიანი მუშაობა, რამაც ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება გამოიწვია, იმის მტკიცებულებაა, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა, როგროც ბიზნესის ხელშემწყობი ქვეყნაა და რომ ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორემბი, რომლებიც კერძო სექტორს საშუალებას აძლევს, უმოკლეს ვადებში და დაბალი დანახარჯებით, დაინწყონ, განავითარონ ბიზნესი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ეს რეიტინგი არ ნიშნავს მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობას. დასახელებული რეფორმები აუმჯობესებს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მდგომარეობას.
საქართველო 5 ინდიკატორის მიხედვით, მასოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ქონების რეგისტრაცია (მე-3 ადგილი), კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი) , მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-7 ადგილი), ბიზნესის დაწყება (მე-8 ადგილი) და მშენებლობის ნებართვა (მე-8 ადგილი). აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე პოზიციაზე იმყოფება და 10-დან 8 ინდიკატორში ტოპ ხუთეულში, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის იდიკატორში პირველ ადგილზეა. საქართველოს მსგავსი ეროვნული შემოსავლის მქონე 51 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა, ხოლო მშენებლობის და ქონების რეგისტრაციის ინდიკატორების მიხედვით პირველ ადგილზე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 7 ინდიკატორში, 11 კომპონენტში, ხოლო სარეიტინგო ქულა - 7 ინდიკატორში", - განაცხადა მინსიტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.