მოვითხოვ გამოძახებული იქნას მოწმედ არჩევნების გაყალბების მთავარი ორგანიზატორი, ბიძინა ივანიშვილი, - აღნიშნული განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც პარტიის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
ნათელაშვილის თქმით, არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მითითებით გაყალბდა. პარტიამ დააყენა შუამდგომლობა რამდენიმე პირის მოწმედ გამოცხადების შესახებ, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის დეფაქტო მმართველი. ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში დაიხატა, დაიხაზა, დაიწერა არჩევნების შედეგები, ცესკო-მ გადაწერა და გამოაქვეყნა. ამ ბოროტმოქმედების ორგანიზატორი გახლავთ ივანიშვილი", - განაცხადა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტული პარტია" რამდენიმე შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და ცალკეულ საარჩევნო ოლქებში ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.