ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში 3.5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
26-10-2016, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში 3.5-კილომეტრიან საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარის გარდა, გზის გვერდითი ნაწილების მოწყობაც იგეგმება.

 


პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად 1 134 000 ლარი დაიხარჯება.

 


გამგეობის ცნობით, სამუშაოებს, რომელიც აგვისტოს თვეში დაიწყო და იანვრის ბოლოს დასრულდება, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შ.პ.ს. „ჯ და ჯ“ ახორციელებს.

 


"აღნიშნული გზა წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო და მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნიდა. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს", - აცხადებენ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი