"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, დაიწყება საუბარი მთავრობის დაკომპლექტებასა და დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაზე.
კალაძე მოსახლეობას მეორე ტურში აქტიურობისა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
„პირველი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ 30 ოქტომბერს არის არჩევნების მეორე ტური, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მე მინდა მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იაქტიურონ, მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი. მე დარწმუნებული ვარ, იქნება სწორი არჩევანი - ეს არის თავისუფლება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და ეს უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური სწრაფი განვითარება რაც ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. რომ დასრულდება მეორე ტურები, შესაძლებელი იქნება ვისაუბროთ თუ როგორ დაკომპლექტდება მთავრობა და რა რეფორმებია დაგეგმილი", - განაცხადა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.