კინოვარსკვლავმა ჰარისონ ფორდმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, როცა პატარა თვითმფრინავი, რომელსაც თავად მართავდა, ლოს ანჯელესის აეროპორტიდან აფრენიდან მოკლე პერიოდში გოლფის მოედანს დაენარცხა, იუწყება "როიტერსი".
ერთძრავიანი თვითმფრინავი სანტა მონიკას აეროპორტიდან აფრენიდან, დაახლოებით 1 მილის (1.6კმ) გავლის შემდეგ ჩამოვარდნისას ხეს მოედო და გოლფის მოედანზე დაენარცხა, პილოტი კი გადარჩა და საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში იმყოფებოდა, განაცხადა ლოს ანჯელესის სახანძრო ბრიგადის ხელმძღვანელმა პატრიკ ბატლერმა.
მან უარყო, რომ თვითმფრინავის ბორტზე ფორდი იმყოფებოდა, მაგრამ გამოძიებასთან დაახლოვებულმა წყარომ განაცხადა, რომ ის 72 წლის მსახიობი იყო.

"საავადმყოფოში ვარ. მამა კარგადაა. დაბეჟილია, მაგრამ კარგადაა!" დაწერა "თვითერზე" ფორდის შვილმა, ბენმა. "იგი, ისეთი მამაკაცია, როგორსაც თქვენ ფიქრობთ. იგი დაუჯერებლად ძლიერი მამაკაცია."
ლოს ანჯელესის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი თვითმფრინავის მექანიკური გაუმართაობა გახდა.
63 წლის კარლოს ლუგო გოლფს თამაშობდა, როდესაც დაინახა როგორ ეშვებოდა თვითმფრინავი მოედნისკენ. " როცა ჩვენს თავზე თვითმფრინავი გამოჩნდა, მივხვდით, რომ მას დაკარგული ჰქონდა ორიენტაცია და ძალიან დაგვიანებული იყო მისი აეროპორტში დასაშვებად გაბრუნება," თქვა ლუგომ.
თვითმფრინავი, რომლითაც კინოვარსკვლავს ინციდენტი მოუხდა 1942 წელს იყო გამოშვებული და MG საავიაციო კომპანიას ეკუთვნოდა. ფორდისთვის ეს ამგვარი პირველი შემთხვევა არაა. იგი და მისი ინსტრუქტორი ჩრდილო ლოს ანჯელესში ვერტმფრენით 1999 წელს ჩამოვარდნენ და აღსანიშნავია, რომ ის ვერტმფრენიც MG საავიაციო კომპანიის კუთვნილება იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.