ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე "ქობულეთის წყლის" წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ჰოლანდიის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, საუბარი წყალანირების პროექტის მიმდინარეობას შეეხო.
გამგეობის ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები დასახეს.
ჰოლანდიურმა მხარემ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტს გამწმენდი ნაგებობისთვის საჭირო ინვენტარი გადასცა. ისინი ასევე ინვენტარის მონტაჟსა და მომსახურე პერსონალთა გადამზადებას უზრუნველყოფენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში „წყალარინების პროექტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების განხორციელებისთვის 5 867 299 ლარია გათვალისწინებული.
"ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში აშენდა გამწმენდი ავზი და საოპერატორო შენობა, ასევე მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. პროექტის განხორციელების შედეგად, ქობულეთში ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო ზოლის წყლის ხარისხს და ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაცია მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.