თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, კომპანიის სპეციალური ბრიგადები ინტენსიურად განაგრძობენ მუშაობას.
"სს „ენერგო-პრო ჯორჯია" განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. უხვი ნალექი ართულებს ქსელის აღდგენითი სამუშაოების წარმოებას, თუმცა კომპანიის სპეციალური ბრიგადები ინტენსიურად განაგრძობენ მუშაობას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კომპანიის სხვა ფილიალებიდან შეყვანილია დამატებითი ტექნიკური ბრიგადები და მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. იმ შემთხვევაში თუ ამინდი არ გაუარესდა, სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოხერხდება დღის ბოლოს", - აცხადებენ კომპანიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.