"კრწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპული გიორგი შენგელიას მამამ, რომან შენგელიამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა.
როგორც ბაზიდან გამოსულმა რომან შენგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კითხვებზე პასუხები მიიღო.
"დავათვალიერე ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ვითარებაში გამარკვიეს. რაც კითხვებიც მქონდა, პასუხები მივიღე. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ და დაველოდები გამოძიების შედეგებს. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე მივიღე პასუხი", - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
რომან შენგელიას განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს.
გარდაცვლილის მამა სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.