გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამას, რომან შენგელიას სამხედრო პოლიციაში გამოკითხავენ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ რომან შენგელიამ აღნიშნა, რომ შეკითხვებზე, რომლებიც ჰქონდა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან პასუხი მიიღო.
"დავათვალიერე ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ვითარებაში გამარკვიეს. რაც კითხვებიც მქონდა, პასუხები მივიღე. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ და დაველოდები გამოძიების შედეგებს. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე მივიღე პასუხი", - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
რომან შენგელიას განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს.
მისივე თქმით, დარწმუნდა, რომ მის შვილს ბაზის ტერიტორიაზე ესროლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.