თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე, კოჯორსა და კიკეთში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის დარიგება გრძელდება.
10-მდე ოჯახს შეშა დღეს მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილემ, მიხეილ გოგოლიძემ მიუტანა.
თბილისის მერიის ცნობით, უახლოეს დღეებში, მოთხოვნის შესაბამისად, შეშას კოჯრის, კიკეთის და დიდება-სამადლოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ დასახლებებში შეშით სულ 160 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდება.
უხვი ნალექისა და ტემპერატურის ვარდნასთან დაკავშირებით, შეშით წყნეთის მოსახლეობაც იქნება უზრუნველყოფილი. თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, შეშა, ეტაპობრივად, თბილისის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებსაც მიეწოდებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.