ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა რომან გოცირიძემ "ტაბულას" ეთერში, გადაცემა "თეორემაში". ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოს სუსტი ხელისუფლება ჰყავს და "პოლიტიკური დაჭერების" გამო ქვეყანა ინვესტორებისთვის არამიმზიდველი ხდება.
“საქართველო არ არის ინვესტირებისთვის მიმზიდველი, იმიტომ, რომ აქ არის პოლიტიკური კონფრონტაცია, პოლიტიკური დაჭერები, საგარეო რეპუტაციის შელახვა, მმართველ გუნდში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება, არაფორმალური მმართველობა, ნაკლებად ეფექტური მთავრობა, სუსტი საკადრო შემადგენლობა," განაცხადა გოცირიძემ.
მან მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა გააკრიტიკა და თქვა, რომ ალასანიას გარდა მინისტრის პორტფელს არავინ იმსახურებდა. მისი თქმით, მთავრობაში არიან "ადამიანები, რომლებსაც, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მინისტრები გახდებოდნენ. ასეთი ექსპერიმენტი რომ ჩაგვეტარებინა - ჩამოწერეთ, თქვენი წარმოდგენით, მინისტრთა კაბინეტი, ვინმეს მოუვიდოდა თავში რომელიმე მინისტრის გვარი ქვეყნის ბედის განმსაზღვრელად? ალასანიას გარდა, მთელი შემადგენლობიდან ერთ ადამიანსაც ვერ წარმოიდგენდით. ეს სუსტი ხელისუფლებაა," აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.