გიორგი კვირიკაშვილი: საქართველომ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა - მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 10 ტოპ-რეფორმატორთა სიაში და რეგიონის ლიდერ ქვეყანად დაასახელა
27-10-2016, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 10 ტოპ-რეფორმატორთა სიაში და რეგიონის ლიდერ ქვეყანად დაასახელა, - საქართველოს პრემიერ მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის "Doing Business 2017"-ის მონაცემებს. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა.

 


„საქართველომ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რაც არის მთელი სამთავრობო გუნდის მუშაობის შედეგი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს. ამ ორმა სამინისტრომ განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ინვესტორისთვის ეს რეიტინგი და ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ამ ინფორმაციის კომუნიკაცია ყველა შესაძლო ინვესტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში არა მხოლოდ ბიზნესის დაწყება არის იოლი, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს უმაღლეს პრინციპად საკუთრების დაცვა,“ - განაცხადა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის 5 ინდიკატორი, რამაც განაპირობა საქართველოს წამყვან პოზიციებზე ყოფნა არის: ქონების რეგისტრაცია, კრედიტის მიღება, მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა, ბიზნესის დაწყება და მშენებლობის ნებართვა.

 


„ეს ის პუნქტებია, რომლებშიც საგრძნობლად წავიწიეთ წინ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის მიხედვით, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ, განსაკუთრებით საკუთრების დაცვის მიმართულებით,“ - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი