ქეთევან ციხელაშვილი: აფხაზური ენის დღე თანაბრად მნიშვნელოვანია აფხაზური და მთლიანად ქართული საზოგადოებებისთვის
27-10-2016, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს ულოცავს. აღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

 

 

“აფხაზური ენის დღე თანაბრად მნიშვნელოვანია აფხაზური და მთლიანად ქართული საზოგადოებებისთვის. აფხაზური ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულთან ერთად სახელმწიფო ენაა და ის დაცულია საქართველოს უზენაესი კანონით - კონსტიტუციით. ეს არის ღირებულება, რომელიც გვაერთიანებს. ჩვენს საზოგადოებებს ჯერ კიდევ აშორებს იმ ტრაგედიის სიმძიმე, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ. თუმცა, ასევე ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, შერიგების გზით გავაგრძელოთ სვლა. ერთად უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი ერთიან, ევროპულ სახელმწიფოში, სადაც ყველა ეთნოსის ინტერესი და განვითარება არის დაცული და გარანტირებული. ამ გზაზე სვლა სწორედ ისეთ მუდმივ და ძვირფას ღირებულებებზე ზრუნვით უნდა შევძლოთ, როგორიც ენაა, ეთნოსის ერთ-ერთი ძირითადი, წარსულისა და მომავლის საყრდენი’, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი