„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ნატო-ს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნული განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, მაიკლ ფელონმა გააკეთა.
დიდმა ბრიტანეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის მომავალ წელს რუმინეთში საბრძოლო თვითმფრინავებს გააგზავნის, შეერთებულმა შტატებმა კი პოლონეთში ჯარების, ტანკების და არტილერიის გადასროლის პირობა დადო. აღნიშნული ნაბიჯები რუსეთის საზღვრებზე ნატო-ს სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ემსახურება, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალების განლაგება იქნება რუსეთის საზღვრებზე. ალიანსის ეს გადაწყვეტილება კი რუსეთის აღმოსავლეთ ევროპაში შეკავებას ისახავს მიზნად.
მაიკლ ფელონის თქმით, ბრიტანეთი 800-კაციან მძლავრ ბატალიონს გააგზავნის ესტონეთში, რომელიც მაისიდან მხარდაჭერილი იქნება ფრანგული და დანიური ჯარებისაგან. შეერთებულ შტატებს სურს მისი ძალები ივნისისთვის განალაგოს.
ლონდონი ასევე სამხედრო თვითმფრინავებს გააგზავნის რუმინეთში, რათა შავი ზღვის პატრულირება მოახდინოს, ნაწილობრივ კი მას ამაში თურქეთი დაუჭერს მხარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.