სოზარ სუბარი: ჩვენი შიდა ოპონენტები დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ საქართველოს არ მიეღო ვიზა-ლიბერალიზაცია
27-10-2016, 02:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის განცხადებით, მიზეზი იმის, რის გამოც საქართველომ ჯერჯეობით ვიზა-ლიბერალიზაცია ვერ მიიღო, არის ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში განვითარებული მიგრაციული პროცესები.

 

 

სუბარის თქმით, აბსოლუტურად ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველოს ჰქონდა აღებული ამ მხრივ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შესრულდა.

 

 

მინისტრის განცხადებით, "ოპონენტები ცდილობდნენ, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია" არ მიეღო, მაგრამ "მათი სურვილები არ შესრულდა".

 


"არ შემიძლია არ შევეხო მაინც ჩვენი შიდა ოპონენტების ქმედებებს, რომლებიც დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ საქართველოს არ მიეღო ვიზა-ლიბერალიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ, რომ მათი გეგმა ასეთია - ან მე, ან არავინ და არაფერი ამ ქვეყანაზე. მათი ეს სურვილები არ შესრულდა, უბრალოდ კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე და შესაბამისი პასუხიც გასცა მათ 8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა და კიდევ ერთხელ გასცემს ასეთ პასუხს 30 ოქტომბერს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი