ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ, ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
27-10-2016, 04:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა პირველ მოადგილესთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტში, ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთან საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საზოგადოებრივი სანიტარული წერტილები და ობიექტებამდე მისასვლელი გზა მოეწყო. ასევე, დასრულებულია 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის რეაბილიტაცია. სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

 


პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

 


"პროექტების განხორციელების შედეგად გაუმჯობესებული ტურისტული ინფრასტრუქტურა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა", - აცხადებენ სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი