სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" სტუმრად მყოფ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს მისი მინისტრობის დროს მომხდარი შემთხვევები შეახსენა.
„თქვენი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, 13 ივლისს, გარდაიცვალა რიგითი კობა მახარაშვილი. ცოტა ხანში, 21 აგვისტოს, გარდაიცვალა რიგითი ჯაბა გაბიტაშვილი. ორივე შემთხვევაში ეს მოხდა გასროლის შედეგად. მე მაშინ, როგორც ჟურნალისტი, ბევრი ვეცადე რაიმე პასუხი გამეგო, მაგრამ სამინისტროდან ვერაფერი ინფორმაცია ვერ მივიღე“, - ამ სიტყვებით უპასუხა სამხედრო ექსპერტმა, ირაკლი ალადაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“ სატელეფონო ჩართვით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის კრიტიკას თავდაცვის უწყების მიმართ.
როგორც გადაცემაში საუბრისას დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, „კრწანისის“ სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.
„სხვისი კრიტიკა ადვილია, მაგრამ თქვენს დროსაც იყო ბევრი ისეთი ამბავი, რასაც პასუხი სჭირდებოდა. თქვენ ამბობთ, რომ გარდაცვლილის ძმა ჯარში მსახურობს და ეს გამოიყენა ხელისუფლებამ. მგონი ოფიციალურად იყო გაცხადებული, რომ მისი ძმა ჯერ კიდევ 15 სექტემბერს იქნა დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან. ასე რომ, მისი ძმა არ მსახურობს დღეს და ამას ვერ გამოიყენებდა ხელისუფლება ზეწოლისთვის“ - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა გადაცემაში.
„360 გრადუსში“ საუბრისას სამხედრო ექსპერტმა იმედი გამოთქვა, რომ ნელ-ნელა სიმართლე გაირკვევა.
„დღეს მამაც რწმუნდება, რომ იქ ცოტა სხვა ვითარება იყო. მე თავიდანვე ვაცხადებდი, რომ საჭიროა გამოძიებას დაველოდოთ. ახლა ეს სურათი მეტნაკლებად გამოიკვეთა, ის შეიძლება ძნელად მისაღები იყოს ამ ოჯახისთვის“, - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.